შ.პ.ს „ფუდ ალიანსი“ დაარსდა 2019 წელს წარმოების და ბიზნესის განვითარების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ.
კომპანიის უპირველესი მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ ნაწარმს.
პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.
ჩვენი მისწრაფება სრულყოფილებისადმი აისახება საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტების ფრთხილად შერჩევაში, ამიტომ ვთანამშრომლობთ მხოლოდ პრემიუმ კლასის მომწოდებლებთან საქართველოსა და ევროპაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათ მიერ მოწოდებული კრუასანისთვის განკუთვნილი ფრანგული ნედლეული, რომელიც განაპირობებს ჩვენი კრუასანის ხარისხს და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს.
მომხმარებლები ძირითადად არიან ისეთი დაწესებულებები როგორიცაა მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები, ბარები და რესტორნები.
ჩვენი წარმატების რეცეპტი
ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.
ჩვენი პროდუქცია დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს, მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისების შენარჩუნებას.
პროდუქტის მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში, მხოლოდ 15-20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.
„ფუდ ალიანსი“ პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასორტიმენტი მუდამ მზარდია. პროდუქციის ხარისხი შეესაბამება წარმოების მაღალ სტანდარტს და ინარჩუნებს გამორჩეულ გემოს.
გაიცანით ვილიამ დენუ, წარმოების ტექნოლოგი.
ვილიამი - არის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით. მისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება განაპირობებს წარმოების ხარისხს. (იხილეთ ფოტო)